IBA - ყოველწლიური კონფერენცია 2019
კონკურსი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IBA) თანამშრომლობით ახალგაზრდა ადვოკატებს საქართველოში გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ IBA -ს ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართება 2019 წლის 22-27 სექტემბერს სეულში.
2019 წლის კონფერენციის თემაა - „მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა იურიდიულ პროფესიაში - თქვენი სახელმწიფოს მიდგომები“
კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული ადვოკატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
▶ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი (სისხლის, სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით);
▶ მინიმუმ სამ წლიანი საადვოკატო პრაქტიკა;
▶ კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს (IBA-ის მოთხოვნა);
▶ ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
▶ არ უნდა ქონდეთ მონაწილეობა მიღებული წინა IBA -ს ყოველწლიურ კონფერენციაში;
▶ მაღალი ინტერესი კონფერენციის თემატიკისადმი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს 8 კანდიდატს და წარუდგენს IBA-ს საკონკურსო კომისიას, რომელიც წარდგენილი 8 კანდიდატიდან შეარჩევს და სრულად დააფინანსებს მინიმუმ 4 კანდიდატს. შენიშვნა: მგზავრობის საფასურს შერჩეული მონაწილე იხდის თავად და აუნაზღაურდება კონფერენციაზე დასწრების შემდგომ.
დაინტერესებულმა ადვოკატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს უნდა გამოგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და მინიმუმ 500 სიტყვიანი ესსე ინგლისურ ენაზე - „მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა იურიდიულ პროფესიაში - თქვენი სახელმწიფოს მიდგომები“.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით.
სააპლიკაციო ფორმა და სამოტივაციო წერილი (ცალკე PDF ფაილად) უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტორნულ მისმართზე: internationalprograms@gba.ge
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 557-91-32-19 (თამარ ხოხობაშვილი)